უკრაინელი დიპლომატი ლა სკალას სცენაზე რუსული ოპერის დადგმას აპროტესტებს
11/11/2022 10:52:35 მსოფლიო
უკრაინელი დიპლომატი ანდრიი კარტიში ლა სკალას სცენაზე რუსული ოპერის დადგმას აპროტესტებს.
როგორც იტალიის საინფორმაციო სააგენტო Ansa იტყობინებოდა, კარტიშმა, რომელიც უკრაინის საკონსულოს ხელმძღვანელობს მილანში, მილანის ოპერა ლა სკალას ხელმძღვანელს და ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს წერილობით მიმართა და რუსული ოპერა "ბორის გოდუნოვის" დადგმის გამო პროტესტი გამოთქვა.
"მსგავსი წარმოდგენები არ უნდა იქნას გამოყენებული პროპაგანდის პოტენციური ელემენტების მხარდასაჭერად", – აცხადებს დიპლომატი.
მოდესტ მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი" მე-19 საუკუნეში შექმნა. მთავარ პარტიებს რუსი მომღერლები ილდარ აბდრაზაკოვი და ანა დენისოვა იმღერებენ.
წარმოდგენა დეკემბერში ლა სკალას ახალ სეზონს ხსნის და იტალიის კულტურული კალენდარში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ კრემლის პოლიტიკის მომხრე არაერთი რუს ხელოვანსა და სპორტსმენს წაერთვა საერთაშორისო არენაზე გამოსვლის შესაძლებლობა.


