რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ხერსონი უკვე დატოვეს
11/11/2022 10:16:29 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის დროით 5:00 საათზე დასრულდა რუსული ჯარების გადაყვანა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.
სამინისტრო ირწმუნება, რომ მარჯვენა სანაპიროზე არც ერთი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება არ დარჩენილა.
უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ღამით ცდილობდნენ, შეეშალათ ხელი „მშვიდობიანი მოსახლეობის ტრანსპორტირებისა და ჯარების გადაყვანისას“ და რომ მდინარის გადაკვეთისას „ხუთჯერ განხორციელდა HIMARS-ით დარტყმა“.
„ყველა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ გადაკვიდა. რუსული ჯგუფის პერსონალის, იარაღის, აღჭურვილობისა და მასალის დანაკარგვა დაუშვებელია“, - აცხადებენ შოიგუს უწყებაში.
უკრაინულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
იხილეთ ასევე: ხაფანგი თუ იძულება: რა ხდება ხერსონში ოკუპანტების მიერ დაანონსებული უკან დახევის ფონზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში შეტევა გრძელდება.
გენშტაბის ცნობით, ოპერაციის უსაფრთხოების გამო, შედეგებს ოფიციალურად მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს თავდაცვის ძალებმა კონტროლი აღადგინეს ხერსონის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტზე.


