Accentnews.ge
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მუშევანში RMG-ს მიერ ოქროს მოპოვებაზე სააგენტოს ნებართვას გაასაჩივრებს

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მუშევანში RMG-ს მიერ ოქროს მოპოვებაზე სააგენტოს ნებართვას გაასაჩივრებს

11/11/2022 09:50:01 საზოგადოება

"სოციალური სამართლიანობის ცენტრში" აცხადებენ, რომ მუშევანში RMG GOLD–ს მიერ ოქროს მოპოვებაზე ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე და მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ გაიცა.

სოფელ მუშევანთან 11 ჰექტარზე ღია კარიერული წესით ოქროსა და სპილენძს მოიპოვებენ, თუმცა ორგანიზაციაში ამ ვადისა და არეალის გაზრდას არ გამორიცხავენ.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ 1 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოფელ მუშევანთან ახლოს ოქროს მოპოვებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული პროცედურებისა და მოთხოვნების დარღვევით გასცა; გარდა იმისა, რომ პროცესში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი, სააგენტომ, ასევე, კანონის დარღვევით არ განიხილა და უგულებელყო ჩვენი ორგანიზაციისა და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, სასამართლოში გაასაჩივროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება", აცხადებს ორგანიზაცია.

RMG GOLD ოქროს მოპოვების მიზნით ბოლნისის რაიონში ღია კარიერებს ამუშავებს და კაზრეთის საწარმოში სპილენძის და ოქროს 70-პროცენტიანი შემცველობის მადანი გამოჰყავს, რომელსაც მსოფლიოს ბირჟებზე ყიდის.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, RMG GOLD-ს ეკოლოგიური გარემოს დაბინძურებასა და ისტორიული ძეგლების განადგურებაში ადანაშაულებს. ყველაზე გახმაურებული იყო საყდრისის ბორცვის აფეთქება - ზოგიერთი უცხოელი სპეციალისტის მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე ხუთი ათასი წლის წინ გათხრილ შახტებში ოქროს მოიპოვებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S