Accentnews.ge
კიევის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ

კიევის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ

11/11/2022 09:27:47 მსოფლიო

"სრულად გამორიცხეთ რუსული ენა სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებიდან" - ეს გადაწყვეტილება IX მოწვევის კიევის საკრებულოს II სესიის პლენარულ სხდომაზე 64-მა დეპუტატმა მიიღო.

კიევის საკრებულოში განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა არ არის მართებული.

"რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „რუსეთი აღწევს იქამდე, სადამდეც გავრცელებულია რუსული ენა“. აქედან გამომდინარე კიევის საკრებულოს დეპუტატთა კორპუსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისა და კიევის საგანმანათლებლო სივრცის დაცვის საშუალებას მისცემს აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენებისგან. ენა მნიშვნელოვანია და ომის დროს ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია" - განაცხადა დეპუტატმა

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზანი რუსულიდან სახელმწიფო ენაზე გადასვლაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S