Accentnews.ge
ბაიდენი G20-ის სამიტზე რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას არ გეგმავს

ბაიდენი G20-ის სამიტზე რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას არ გეგმავს

11/11/2022 08:59:00 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს ორმხრივი შეხვედრების გამართვას G-20 სამიტის ფარგლებში, მაგრამ არა რუსეთთან, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

კერძოდ, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პირველად შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრებს რიში სუნაკსა და ჯორჯ მელონს.

ამასთან, ბაიდენი არ გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, რომელიც უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას - ამის შესახებ სალივანმა კითხვის პასუხად განაცხადა, აპირებს თუ არა მასთან რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელების – ბრიტნი გრინერისა და პოლ უელანის საკითხის განხილვას.

„პრეზიდენტი არ გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ აჯობებდა, სამიტს დასწრებოა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სალივანმა უპასუხა, „უმჯობესი იქნება, პუტინს და კრემლს ჰკითხოთ, რატომ გადაწყვიტა, არ ჩამოვიდეს“.

„რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აპირებს, პოზიტიური დღის წესრიგით წარსდგეს. ის ამას გააკეთებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ზის რუსეთის მხარეს სავარძელში“, - თქვა სალივანმა.

Bloomberg-მა 9 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ დაესწრება G20-ის სამიტს. მოსკოვს წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S