Accentnews.ge
ილჰამ ალიევი: "ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა"

ილჰამ ალიევი: "ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა"

11/11/2022 08:44:33 მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, "ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა". ამის შესახებ მან უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში თურქულენოვან სახელმწიფოთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ოქტომბერში პრაღასა და სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა. ყარაბაღის მეორე ომის შედეგები რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე. ზანგეზურის დერეფნის გახსნა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S