Accentnews.ge
გიორგი ჩალაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

გიორგი ჩალაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

11/11/2022 07:36:52 მსოფლიო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით - მიშას თავისუფლება. ფაქტია დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის კეთება არ არის საკმარისი. სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება - მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება! არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე, მას ვერ შევცვლი. მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად! ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო. პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში. მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით. მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე, ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა. ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო. დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს! ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - წერს ჩალაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 9 ნოემბერს ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

9 ნოემბერს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S