Accentnews.ge
პენტაგონის ხელმძღვანელი: „სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ამერიკელი სამხედროების დატოვების საკითხს განვიხილავთ“

პენტაგონის ხელმძღვანელი: „სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ამერიკელი სამხედროების დატოვების საკითხს განვიხილავთ“

21/10/2019 11:17:15 სხვა, მსოფლიო

პენტაგონის ხელმძღვანელის მარკ ესპერის განცხადებით, ვაშინგტონი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ნავთობის საბადოებთან ამერიკელი სამხედროების დატოვების საკითხს განიხილავს.

„ჩვენ ამ დროისთვის გვყავს ჯარიკაცების სირიის ჩრდილოეთში მდებარე რამდენიმე ქალაქში, რომლებიც ნავთობის საბადოებთან ახლოს არიან განთავსებულები. განვიხილავთ მათი ადგილზე დატოვების საკითხს, რათა ნავთობის საბადოები „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდეს“, – განაცხადა მარკ ესპერმა.

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს. ქურთმა სამხედროებმა რას ალ-აინი დატოვეს, თუმცა რჩებიან კობანსა და ალ-დარბასიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S