აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ზელენსკისთან საჯარო საუბარს გამართავს „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით გაჩენილი კითხვების ფონზე
11/11/2022 07:10:45 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მომავალ კვირას, 15 ნოემბერს საჯარო საუბარს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
საუბრის მიზანი, CNN-ის ცნობით, არის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობის ხაზგასმა რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ღონისძიება, რომელიც დალასში გაიმართება და ღია იქნება საზოგადოებისთვის, წარიმართება გაჩენიკი კითხვის ფონზე, თუ რამდენადაა მზად „რესპუბლიკური პარტია“ (მას ეკუთვნის ყოფილი პრეზიდენტი), მხარი დაუჭიროს უკრაინას.
„უკრაინა ლიდერია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მას თაავს ესხმიან ის ფაქტიურად თავდასხმის ქვეშაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყოს დახმარება, სამხედრო და სხვა სახის, რათა უკრაინამ დაიცვას თავი. პრეზიდენტ ბუშს სჯერა უკრაინის მხარდაჭერის“, - განუცხადა CNN-ს ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა.
ღონისძიება „ბრძოლა თავისუფლებისთვის“ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრში აშშ-ის შუალედური არჩევნებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიმართება, რომლის შედეგადაც, წინასწარი მონაცემები, „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას მოიპოვებენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში.
ეს იქნება პირველი საჯარო დისკუსია ზელენსკისა და ბუშს შორის 2022 წლის დასაწყისში შეხვედრის შემდეგ, რომლის შემდეგაც ბუშმა ზელენსკის "ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი" უწოდა.


