Accentnews.ge
ზელენსკი: "სანამ დაღლილობას იგრძნობთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ პუტინი არ დაიღალა ომით"

ზელენსკი: "სანამ დაღლილობას იგრძნობთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ პუტინი არ დაიღალა ომით"

11/11/2022 07:01:16 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება არ სურს.

მისი თქმით, უკრაინა არ ეთანხმება რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებას, რადგან პუტინის განცხადებები მშვიდობის სურვილის შესახებ არ არის გულწრფელი.

"რუსეთს არ უნდა ამ ომის დასრულება. სანამ რაიმე სახის დაღლილობას იგრძნობთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი - რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი -არ დაიღალა ომით. იგი [პუტინი] შეიძლება, დაიღალა ზოგადად ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ იგი ნამდვილად არ დაღლილა ომით", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთს შესაძლოა, ეშინოდეს თავისი ხალხის უკმაყოფილების, მაგრამ კრემლი აგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S