აშშ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს
11/11/2022 06:16:18 მსოფლიო
აშშ რუსეთს აღარ მიიჩნევს ქვეყნად, რომელსაც საბაზრო ეკონომიკა აქვს. გადაწყვეტილება აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაცხადა. მიზეზად რუსეთის ეკონომიკაში სახელმწიფოს მასშტაბური ჩარევა დასახელდა.
რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა და რუს ექსპორტიორებს დააკისროს შესაბამისი ბაჟის გადახდა.
აშშ-მა რუსეთი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად 2002 წელს აღიარა.


