Accentnews.ge
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

10/11/2022 19:51:58 მსოფლიო

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს აშშ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემები შევა, ისეთები, როგორიცაა Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ასევე Stinger-ის რაკეტებით აღჭურვილი Avenger-ის სისტემები”, - აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანია ქვეყნის კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S