Accentnews.ge
СБУ: "ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 700-ზე მეტი პირი გამოვავლინეთ"

СБУ: "ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 700-ზე მეტი პირი გამოვავლინეთ"

10/11/2022 16:43:07 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 700-ზე მეტი ადამიანი გამოავლინა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთთან თანამშრომლობაში - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის (СБУ) პრეს–სპიკერმა არტემ დეხტიარენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსების თანამზრახველების პოვნა და დასჯა ამჟამად СБУ-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია:

"ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ მოღალატეებისა და კოლაბორანტების გამოსააშკარავებლად, არამედ მათი დანაშაულების დასაბუთებისთვის და საბოლოოდ, მათი მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად".

როგორც მან აღნიშნა, СБУ–მ უკვე გადასცა სასამართლოს 268 სისხლის სამართლის საქმე და მათგან 53-ის მიმართ უკვე გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილებები. დანარჩენზე კი გამოძიება გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S