ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ტვირთების გადაზიდვის გამარტივების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
10/11/2022 14:00:03 მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ტვირთების გადაზიდვის გამარტივების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად შეფერხებული სატვირთო ტრანსპორტის კავშირის აღდგენას.
"მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია სამოქალაქო მოძრაობისთვის და საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია, უკრაინას უწევს მოძებნა ალტერნატიული საგზაო სატრანსპორტო მარშრუტების მარცვლეულის, საწვავის, სურსათისა და სხვა საქონლის მარაგების ექსპორტისთვის. მოლდოვასაც სჭირდება ალტერნატიული ტრანზიტი“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ახალი კონტრაქტები ადრე გაფორმებულ კონტრაქტებს ჩაანაცვლებს. დოკუმენტები დროებით საშუალებას მისცემს გადამზიდველებს ტრანზიტით გაიარონ მითითებულ ტერიტორიაზე და იმუშაონ შესაბამისი ნებართვების გარეშე. შეთანხმება უკრაინელ მძღოლებს ასევე საშუალებას მისცემს, გამოიყენონ მართვის მოწმობები და სერტიფიკატები ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად, საერთაშორისო მართვის მოწმობის გარეშე.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტვირთების გადაზიდვის შესახებ. შეთანხმება აუქმებს უკრაინელი გადამზიდავებისთვის ევროკავშირში ტრანსპორტირების ნებართვის მოპოვების აუცილებლობას, რაც უკრაინიდან პროდუქციის უწყვეტი ექსპორტის საშუალებას იძლევა. ხელშეკრულების ვადა ერთი წელია.


