Accentnews.ge
ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 250 მლნ ევროთი დაეხმარება

ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 250 მლნ ევროთი დაეხმარება

10/11/2022 13:08:27 მსოფლიო

ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 250 მილიონი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ კიშინოვში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროპული სოლიდარობა მოლდოვის რესპუბლიკასთან ურყევია. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დაგეხმაროთ ამ კრიზისის გადალახვაში", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

როგორც მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ აღნიშნა, ევროკავშირის დახმარება ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანამ ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია შეძლოს და ასევე დაეხმარება მთავრობას, რომ დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს სუბსიდია მისცენ, რათა ზამთარში გადასახები დაფარონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S