Accentnews.ge
ზელენსკი: "რუსეთმა ომში 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ"

ზელენსკი: "რუსეთმა ომში 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ"

10/11/2022 12:47:26 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, რუსეთმა სამხედრო პერსონალის 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შეუძლია, თუმცა "ორი ქვეყნის დანაკარგებს შორის „ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა“.

"როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს არის არა მხოლოდ იარაღი, არამედ უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამხედროების დაცვა“, -განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ-სა და ევროპის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულმა შეიარაღებამ შეძლო რუსული ჯარების შეტევის „გადატეხვა“.

"ჩვენ შევაჩერეთ ისინი, მოვახდინეთ ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დეოკუპაცია. ამაში ნამდვილად დაგვეხმარა არტილერია და ახალი ტექნოლოგიები", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S