Accentnews.ge
ზალუჟნი: "უკრაინულმა ძალებმა მტერს ხერსონიდან გაქცევა აიძულეს"

ზალუჟნი: "უკრაინულმა ძალებმა მტერს ხერსონიდან გაქცევა აიძულეს"

10/11/2022 12:30:44 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ამ ეტაპზე ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას ხერსონიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. გაყვანის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის არმია შეტევას საკუთარი გეგმის მიხედვით განაგრძობს.

"მოწინააღმდეგის ყოველი ე.წ. კეთილი ნების ჟესტის მიღმა დგას უკრაინის თავდაცვის ძალების კოლოსალური ძალისხმევა და ისევე, როგორც მტრის მიერ კიევის, ხარკოვის ოლქის და კუნძულ ზმეინის დატოვებისას, ხერსონიდან სავარაუდო გასვლაც უკრაინის არმიის აქტიური მოქმედების შედეგია. თავდაცვის ძალებმა ხერსონის მიმართულებით გაანადგურეს მოწინააღმდეგის ლოგისტიკის გზები და მომარაგების და ჯარების მართვის სისტემა და მტერს გაქცევის გარდა, სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს", – აცხადებს ზალუჟნი.

როგორც მან აღნიშნა, 1 ოქტომბრიდან დღემდე უკრაინის ჯარებმა ხერსონის მიმართულებით წინ წაიწიეს 36.5 კილომეტრით და კონტროლი აღადგინეს 41 დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის 12-ზე – ბოლო 24 საათის განმავლობაში.

ცნობისთვის: 9 ნოემბერს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე". შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.

გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას, ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.

2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ბოლო პერიოდში დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S