
რამდენიმე ორგანიზაცია პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს
10/11/2022 10:32:23 პოლიტიკა, საზოგადოება
რამდენიმე ორგანიზაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რეგიონული მედიის, საზოგადოების და რელიგიის წარმომადგენლები მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ვთხოვთ, შეიწყალოს ნიკა გვარამია საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იქნება საუკეთესო ნაბიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად“, – აცხადებენ რიგი ორგანიზაციების ეარმომადგენლები.
ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნას უერთდებიან:
- aktual.ge
- interpress.ge
- Marneuli Tv
- 24news.ge
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
- წითელი ხიდი
- სამოქალაქო აქტივისტი:სამირა ბაირამოვა