Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – ხერსონიდან უკან დახევის დროს რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ხიდები და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორია

ბრიტანული დაზვერვა – ხერსონიდან უკან დახევის დროს რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ხიდები და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორია

10/11/2022 08:40:21 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ხერსონიდან უკან დახევის დროს რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ხიდები და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორია.

"ხერსონის მახლობლად მდინარე დნეპრის დასავლეთი ნაპირის დაკარგვა, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის რუსეთს სტრატეგიული ამბიციის განხორციელებაში სახმელეთო დერეფნის შექმნაზე ოდესაში. გადაკვეთის პუნქტების შეზღუდული რაოდენობის გამო, რუსული ძალები დაუცველები იქნებიან დნეპრის გავლისას“, -აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

9 ნოემბერს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე". შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.

გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას, ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.

2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ბოლო ხანს, დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S