არჩევნების წინასწარი შედეგებით, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ
10/11/2022 06:24:44 მსოფლიო
არჩევნების წინასწარი შედეგებით, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს.
CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის [თბილისის დროით 10:20სთ.] არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა 209 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 191 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.
რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, რესპუბლიკელებს 49 და დემოკრატებს 48 ადგილი აქვთ.


