Accentnews.ge
ზელენსკი: "მტერი არ გვასაჩუქრებს, ყველაფერს ბრძოლით ვიბრუნებთ"

ზელენსკი: "მტერი არ გვასაჩუქრებს, ყველაფერს ბრძოლით ვიბრუნებთ"

10/11/2022 06:20:43 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ემოციების გარეშე გამოეხმაურა რუსეთის განცხადებას ხერსონის დატოვების შესახებ.

"მედია სივრცეში დიდი სიხარულია და გასაგებია, რატომაც, მაგრამ ომის დროს ემოციები უნდა შევიკავოთ. უნდა გესმოდეთ: არავინ არსაიდან უბრალოდ არ მიდის, თუ არ გრძნობს ძალას. მტერი არ გვასაჩუქრებს, „კეთილგანწყობის ჟესტებს“ არ ახორციელებს. ჩვენ ბრძოლით ვიბრუნებთ და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველ ნაბიჯს ყოველთვის მტრის წინააღმდეგობა და ჩვენი გმირების სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვება. ამიტომ ვმოძრაობთ ძალიან ფრთხილად, ემოციების გარეშე, ზედმეტი რისკის გარეშე. მთელი ჩვენი მიწის განთავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე და რომ დანაკარგები რაც შეიძლება მცირე იყოს. ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკას, დონეცკის და ჩვენი სხვა ქალაქების გათავისუფლებას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ომის გამოცხადებას ნიშნავს.

9 ნოემბერს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე". შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.

გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას, ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.

2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ბოლო ხანს, დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S