მარკ მილი: "უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა"
10/11/2022 06:15:37 მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის გენერალ მარკ მილის ინფორმაციით, უკრაინასთან ომში მოკლული და დაჭრილია 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. ამერიკელი გენერლის თანახმად, სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც.
ამერიკელმა გენერალმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას "უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომა“ უწოდა, რისთვისაც ქვეყანა ფასს მრავალი წლის განმავლობაში გადაიხდის.
მარკ მილიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, გაჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასასრულებლად, როდესაც ზამთრის პერიოდში ფრონტის ხაზი დასტაბილურდება.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი მოლაპარაკებები არ გაიმართება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 5937 სამხედრო მოსამსახურე. ზაფხულის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთთან ომში დაიღუპა 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო.


