Accentnews.ge
ბაიდენი: "ხერსონიდან რუსების გასვლა ადასტურებს, რომ მათ რეალური პრობლემები აქვთ"

ბაიდენი: "ხერსონიდან რუსების გასვლა ადასტურებს, რომ მათ რეალური პრობლემები აქვთ"

10/11/2022 06:02:18 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, "უკრაინის ქალაქ ხერსონიდან რუსების გასვლა ადასტურებს, რომ მათ რეალური პრობლემები აქვთ".

მისი თქმით, ხსენებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

"დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსი სამხედროების გაყვანა მოსალოდნელი იყო".

აშშ-ის პრეზიდენტმა საინტერესო უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთი გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად დაელოდა აშშ-ში არჩევნების დასრულებას.

ბაიდენის შეფასებით, ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლა ორივე მხარეს მისცემს ზამთრის განმავლობაში პოზიციების გადახედვის შესაძლებლობას, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მზად იქნება თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის.

9 ნოემბერს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე". შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.

გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას, ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.

2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ბოლო ხანს, დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S