პუტინი G20-ის სამიტზე არ წავა - მედია
09/11/2022 20:15:31 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება G20-ის სამიტს, რომელიც ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს გაიმართება,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, სამიტზე პუტინის ნაცვლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაემგზავრება.
Bloomberg აღნიშნავს, რომ კრემლი ცდილობს, დაიცვას პუტინი "მაღალი დონის პოტენციური დაძაბულობისგან" და ასევე არსებობდა რისკი, რომ რუსეთის პრეზიდენტს ევროპელი ლიდერები თავს აარიდებდნენ.
ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პუტინი G20-ის სამიტში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებას ამ კვირის ბოლომდე მიიღებდა.
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ აგვისტოში განაცხადა, რომ პუტინი აპირებდა, პირადად დასწრებოდა G20-ის სამიტს. უკრაინამ განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა G20-ის სამიტში დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა იქ რუსეთის ლიდერი.
8 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას.


