
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი მოკლეს
09/11/2022 17:24:25 კონფლიქტები
9 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალში დაკრძალეს იბრაგიმ ბაგაევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა,– იუწყება სააგენტო „რეს“-ი „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
ბაგაევი ომში ცხინვალიდან წასული მოხალისეების ბატალიონის „ალანიის“ წევრი იყო.
არსებული ცნობებით, ბაგაევი დონეცკის ოლქში საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპა.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, რომელიც დაკრძალვას დაესწრო, უკრაინაში მიმდინარე ომს „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ უწოდა.
„გაგლოევის ბრძანებით იბრაგიმ ბაგაევი, დაჯილდოვდა „სამშობლოს დამცველის“ მედლით, სიკვდილის შემდეგ.
ბაგაევი ცხინვალიდან უკრაინის ომში წასული, 22-ე დაღუპული მებრძოლია.