NATO–ს შემდეგი სამიტი 2023 წლის ივლისში გაიმართება ლიეტუვაში
09/11/2022 15:36:27 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ნატოელი კოლეგები ალიანსის შემდეგ სამიტს 2023 წლის ივლისში გამართავენ ლიეტუვაში. ამის შესახებ ნატოს ხელმძღვანელობამ 9 ნოემბერს განაცხადა.
„ჩვენ ვდგავართ უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე კომპლექსური და არაპროგნოზირებადი გარემოს წინაშე ცივი ომის დასრულების შემდეგ,“ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ხუთშაბათს მან გამოაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტი მომავალი წლის 11-12 ივლისს გაიმართება.


