Accentnews.ge
ისრაელი ყატარში „დროებით დიპლომატიურ ოფისს“ ხსნის

ისრაელი ყატარში „დროებით დიპლომატიურ ოფისს“ ხსნის

09/11/2022 15:06:29 მსოფლიო

ისრაელი ყატარში „დროებით დიპლომატიურ ოფისს“ გახსნის ამ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ამის შესახებ ისრაელის ტელევიზია „i24“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც იუწყებიან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყატარში იმყოფებიან, რათა საკონსულო მომსახურება გაუწიონ ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც მიემგზავრებიან ამ ქვეყანაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ FIFA-სთან ერთად ვიკვლევდით ვარიანტებს, რათა დაკმაყოფილდეს ისრაელის მოქალაქეების საჭიროებები, რომლებიც იქნებიან მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონატი კატარისა და ეკვადორის მატჩით იწყება.

ყატარი პირველი არაბული ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S