Accentnews.ge
ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების რეაბილიტაცია დაფინანსდება

ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების რეაბილიტაცია დაფინანსდება

09/11/2022 13:11:43 საზოგადოება

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აზარაშვილის განცხადებით, მკურნალობას დააფინანსებენ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტები რეაბილიტაციას გაივლიან.

„მთავრობის სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ინსულტის და ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდება. ინსულტის და ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას წლის განმავლობაში დაახლოებით 11 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსებთ. წლის განმავლობაში ასეთი დაახლოებით 6 000 შემთხვევა გვაქვს. მკურნალობას დავაფინანსებთ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტები რეაბილიტაციას ჩაიტარებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პრევენციაზე. ინსულტის შემთხვევაზე მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჩვენების მიხედვით მიიყვანს კონკრეტულ კლინიკაში, სადაც პაციენტებს ოპერატიულად დაეხმარებიან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S