მედია – რუსული ძალები ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხიდებს აფეთქებენ
09/11/2022 12:15:09 მსოფლიო
რუსული საოკუპაციო ძალები ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხიდებს აფეთქებენ, – იუწყება უკრაინული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ააფეთქეს დარიივსკის, ტიაჰინსკისა და ნოვოვასილივსკის ხიდები.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ხიდების აფეთქება შესაძლოა, ნიშნავდეს უკრაინული წინსვლის შეჩერების მცდელობას.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს, თუმცა ამ ტერიტორიებს სრულად დღემდე ვერ აკონტროლებს უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევების შედეგად.


