
საქართველოში კოვიდ–სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება
09/11/2022 11:06:02 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კოვიდ–სტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენცია ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტმა კოვიდ–ინფიცირების შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები 4 ოქტომერს გამოაქვეყნა. 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 792 109 შემთხვევა იყო გამოვლენილი, მათგან 16 900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.