უკრაინის ფოსტამ სადღესასწაულო მარკა გამოუშვა, რომელიც მიკოლაევიდან ლტოლვილი მოსწავლის მიერაა შექმნილი
09/11/2022 11:01:02 მსოფლიო
უკრაინის ფოსტამ სადღესასწაულო მარკა გამოუშვა. ის შექმნილია მე-11 კლასელი გოგოს ვალერია მიხაილოვას მიერ, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო იძულებული გახდა ქალაქი მიკოლაევი დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გაქცეულიყო.
ილუსტრაციაზე, სახელწოდებით „ომის გამო განცალკევებული“, ასახულია ნაძვის ხესთან მჯდომი ქალის გამოსახულება და მამაკაცი თავშესაფარ კედელთან, რომელიც იარაღს ტენის.
”ყველას შეუძლია, გაიგოს ამ ილუსტრაციის იდეა ისევე, როგორც თავად ავტორის ემოციები, რომლის მშობლიური ქალაქი დაბომბეს. ეს ილუსტრაცია იმედის მომტანიც არის, რადგან 2023 წელს ჩვენ ბევრად უფრო ისტორიული თარიღი გვექნება – დღე, როდესაც გავიმარჯვებთ. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ ეს შობა–ახალი წლის მარკა გახდეს თქვენთვის დაუმარცხებლობის კიდევ ერთი სიმბოლო და შეხსენება, რომ ჩვენ წინ აღვუდგებით ყველა წინააღმდეგობას და 31 დეკემბერს ავწევთ გამარჯვების ჭიქას, ელექტროენერგიის პირობებში თუ მის გარეშე", – წერს უკრაინის საფოსტო სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სმელიანსკი სოციალურ ქსელში.


