Accentnews.ge
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, მოსკოვი და ვაშინგტონი ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკებებს გამართავენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, მოსკოვი და ვაშინგტონი ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკებებს გამართავენ

09/11/2022 10:01:36 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, მოსკოვი და ვაშინგტონი ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, ორმხრივი საკონსულტაციო კომისია - ანუ მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის კონტროლის ბოლო არსებული ხელშეკრულების განხორციელება მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის - "ახლო მომავალში შეიკრიბება".

"რუსეთს მკაფიოდ ვუთხარით, რომ ზომები, რომლებიც დაწესდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომის გამო არ ზღუდავს რუს სპეციალისტებს ახალი START-ს ხელშეკრულების ფარგლებში შემოწმებები ჩაატარონ შეერთებულ შტატებში. იმედი გვაქვს, კომისიის შეხვედრა საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ ეს შემოწმებები" - განაცხადა პრაისმა.

რუსეთმა აგვისტოში შეწყვიტა თანამშრომლობა კომისიასთან. ამის მიზეზად ის ასახელებდა შეზღუდვებს მოგზაურობაზე, რომლებიც ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა დააწესეს მოსკოვის მხრიდან თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ. თუმცა მოსკოვი ამავდროულად აცხადებდა, რომ კვლავ სურდა ხელშეკრულების პირობების დაცვა.

ახალი START, რომელიც 2011 წელს ამოქმედდა, მიზნად ისახავს ზედა ზღვრის დაწესებას სტრატეგიულ ბირთვულ ქობინებზე, რომელთა ქონაც აშშ-სა და რუსეთს შეუძლიათ, და სახმელეთო და წყალქვეშა რაკეტების განთავსებაზე, რომლებსაც ბირთვული იარაღის მოქმედებაში მოყვანა შეუძლია.

სააგენტო "როიტერსი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომისიის შეხვედრა კაიროში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S