Accentnews.ge
ნატო-ს შემდეგი სამიტი ლიეტუვაში გაიმართება

ნატო-ს შემდეგი სამიტი ლიეტუვაში გაიმართება

09/11/2022 08:36:28 მსოფლიო

ნატო-ს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ლიეტუვა ხელს უწყობს ძლიერი შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველყოფას მთელი ალიანსისთვის:

"ჩვენ გვაქვს ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემო ცივი ომის შემდეგ. ვილნიუსში შეხვედრა იქნება შესაძლებლობა მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად და გადახედონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, ასევე გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ".

მისი თქმით, მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში, ტრანსატლანტიკური კავშირი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კვლავაც არსებითია მილიარდობით მოქალაქის უსაფრთხოებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S