Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – ყირიმის ხიდი სრულად ფუნქციონირებას სავარაუდოდ, 2023 წლის სექტემბრამდე ვერ შეძლებს

ბრიტანული დაზვერვა – ყირიმის ხიდი სრულად ფუნქციონირებას სავარაუდოდ, 2023 წლის სექტემბრამდე ვერ შეძლებს

09/11/2022 08:33:21 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი ყირიმის ხიდის შეკეთებას დაპირებულ დროში ვერ დაასრულებს.

"ხიდი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას, დიდი ალბათობით, 2023 წლის სექტემბრამდე ვერ შეძლებს. ყირიმის ხიდზე თავდასხმამ გამოიწვია ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსული ლოჯისტიკური მიწოდების შეფერხება, რამაც შეამცირა რუსეთის შესაძლებლობა, გადაიტანოს სამხედრო ტექნიკა და ჯარები რეგიონში სარკინიგზო ან საავტომობილო გზით“, – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

ყირიმის ხიდი ანექსირებულ ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ის 8 ოქტომბერს აფეთქების შედეგად დაზიანდა. რუსეთი აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S