არჩევნების წინასწარი შედეგებით, სენატში დემოკრატებს მცირე უპირატესობა აქვთ, წარმომადგენელთა პალატაში კი რესპუბლიკელები ლიდერობენ
09/11/2022 07:09:22 მსოფლიო
აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულ პარტიას მცირე უპირატესობა აქვს სენატში. წარმომადგენელთა პალატაში კი რესპუბლიკელები ლიდერობენ.
8 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 100-დან 35 წევრი.
კონგრესის ორივე პალატაში ამჟამად უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს.


