Accentnews.ge
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფება

09/11/2022 06:06:26 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი თეირანში ჩავიდა და ირანელ მაღალჩინოსნებს შეხვდება, - იუწყება რუსული მედია.

მისი ცნობით, პატრუშევი ირანში ქვეყნის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის ალი შამხანის მიწვევით ჩავიდა.

ნიკოლაი პატრუშევი ირანელ კოლეგასა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანში რუსეთის ეკონომიკის სფეროს ოფიციალურ პირებთან ერთად იმყოფება.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი გეგმავს უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის გარდა, ირანისგან შეიძინოს ბალისტიკური რაკეტებიც. თეირანმა, რომელიც თვეების განმავლობაში უარყოფდა, რომ რუსეთი მისგან შეძენილ საბრძოლო დრონებს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, პირველად 5 ნოემბერს აღიარა, რომ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიჰყიდა. ამასთან, ირანის მტკიცებით, ეს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოხდა. უკრაინის განცხადებით, რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე დარტყმებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S