Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ

აშშ-ის კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ

09/11/2022 06:02:35 მსოფლიო

აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ.

თბილისის დროით 08:00 საათის მდგომარეობით დადასტურებულია 158 რესპუბლიკელის და 101 დემოკრატის გამარჯვება. 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიებს სჭირდებათ სულ მცირე 218 ადგილი.

8 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს სენატის 100-დან 35 წევრიც. ჯერჯერობით მცირე უპირატესობა აქვთ რესპუბლიკელებს.

კონგრესის მოქმედ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობა აქვს პრეზიდენტ ბაიდენის დემოკრატიულ პარტიას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S