მედია – რუსეთმა ირანს ომის დროს ხელში ჩაგდებული დასავლური იარაღი გადასცა
08/11/2022 19:51:31 მსოფლიო
რუსეთმა ირანს ომის დროს ხელში ჩაგდებული დასავლური იარაღი გადასცა, – იუწყება Sky News.
მისი ცნობით, რუსეთის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე, მათ შორის 140 მილიონი ევრო და ხელში ჩაგდებული ბრიტანული და ამერიკული რაკეტები – NLAW-ები, Javelin-ებ და Stinger-ებ იყო, ირანში 20 აგვისტოს გაემგზავრა.
გამოცემის ნფორმაციით, ირანისთვის გაგზავნილი იარაღი შედიოდა შეიარაღების პარტიაში, რომელიც, უკრაინას დასავლეთისგან გაეგზავნა და რუსეთის ჯარებს ჩაუვარდათ ხელში.
როგორც გამოცემა იტყობინება, მიღებული იარაღი ირანს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს დასავლური ტექნოლოგია და გამოიყენოს შეიარაღების საწარმოებლად, რომელიც მომავლის ომებში შეიძლება, იქნეს გამოყენებული.


