შონ პენი უკრაინაში კვლავ ჩავიდა და ზელენსკის საკუთარი ოსკარი დაუტოვა: "როცა გაიმარჯვებთ, დამიბრუნეთ"
08/11/2022 19:24:30 მსოფლიო
ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი კიევში კვლავ ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მსახიობმა უკრაინაში ოსკარის ფიგურა ჩაიტანა, როგორც უკრაინის გამარჯვებისა და რწმენის სიმბოლო, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.
"როცა გაიმარჯვებთ, დამიბრუნეთ" , – მიმართა მსახიობმა ზელენსკის.
თავის მხრივ, ზელენკიმ პენს მადლობა გადაუხადა:
"ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინას მესამედ სტუმრობს. ამჯერად ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა მოიტანა ოსკარის ფიგურა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ის უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება. დიდი სიამოვნებით გადავეცი შონ პენს III ღირსების ორდენი. მადლობა ასეთი გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის უკრაინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში!".


