ზელენსკი: "კლიმატის ეფექტური პოლიტიკისთვის მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა"
08/11/2022 18:18:09 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კლიმატის ეფექტური პოლიტიკისთვის მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა. ამის შესახებ მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც გიჟური და უკანონო ომით ანადგურებს მსოფლიოს უნარს ერთად იმუშაოს საერთო მიზნისთვის. არ შეიძლება, იყოს კლიმატის ეფექტური პოლიტიკა დედამიწაზე მშვიდობის გარეშე, რადგან ფაქტობრივად, ხალხი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ დაიცვან თავი აქ და ახლა იმ საფრთხისგან, რომელიც მომდინარეობს, კერძოდ, რუსული აგრესიისგან", – განაცხადა ზელენსკიმ, რომელმაც საზოგადოებას ონლაინ ფორმატში მიმართა.
ამასთან, მან ისაუბრა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ბირთვული ავარიის საფრთხეზე.'
მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენჯერმე შეუწყდა, რის გამოც იგი დროებით გადაერთო დიზელის გენერატორებზე.
„ვის დააინტერესებს ატმოსფეროში სათბურის გაზების რაოდენობა, თუ ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის ნაწილი და შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკა, ღმერთმა დაგვიფაროს და რადიაციული ღრუბლით დაიფარება ზაპოროჟიეში მომხდარი ავარიის შემდეგ? ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტანჯვა არ გამრავლდეს, რადგან სამყაროს არ აქვს დრო კლიმატის გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ეს მოითხოვს ერთობლივ და ეფექტურ მოქმედებას და ამისთვის ჩვენ გვჭირდება მშვიდობა“, - დასძინა მან.


