უკრაინა – უკრაინული ძალები ლუგანსკში წინ მიწევენ
08/11/2022 17:28:06 მსოფლიო
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგი გაიდაის განცხადებით, უკრაინული ძალები ლუგანსკში წინ მიწევენ.
"ლუგანსკის რეგიონთან დაკავშირებით გარკვეული პირობებია გასათვალისწინებელი. კერძოდ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შეძლეს თავდაცვითი სტრუქტურების აგება, დანაღმულია ძალიან დიდი ტერიტორია, ამიტომ წინსვლა საკმაოდ ფრთხილად გრძელდება", – აცხადებს გაიდაი.
მისი თქმით, ახლახან განთავისუფლებულ დასახლებებში მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ რჩებიან და რთულია, მათი დარწმუნება დატოვონ საცხოვრებელი სახლები.
"როდესაც ხედავენ, რომ მათი მეზობლის სახლი მტრის სამიზნეა, თანხმდებიან წასვლაზე. შიში ჭარბობს სიჯიუტეს", – დასძინა მან.


