უკრაინა – ირანი მოსკოვს "დრონებს" უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აწვდიდა
08/11/2022 17:08:15 მსოფლიო
უკრაინის განცხადებით, ირანი მოსკოვს "დრონებს" უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აწვდიდა.
„უპილოტო საფრენი აპარატი Mohajer-6-ის პროპელერი მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალშია დამზადებული. საუბარია მხოლოდ დამზადებაზე და კიდევ საჭირო იყო დრო რუსეთის ფედერაციაში მის ჩასატანად. ანუ ისინი მიმდინარე წელს ჩაიტანეს",– აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სამმართველოში.
როგორც უკრაინის დაზვერვამ დაადგა, ირანული Mohajer-6 სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული დეტალებითაა დამზადებული. მათი უდიდესი ნაწილი აშშ-იდანაა. ძრავა ავსტრიულია, კამერა - იაპონური. რუსეთში დამზადებული ნაწილები მასში საერთოდ არ არის.
შაბათს ირანმა პირველად აღიარა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების ფაქტი. მაგრამ, როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მისი ქვეყანა მოსკოვს "დრონებს" უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აწვდიდა. ადრე თეირანი საერთოდ უარყოფდა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას. რუსეთი დღემდე უარყოფს ირანისგან სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების მიღებას.


