უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ ინიცირებულ უკრაინის დახმარების ერთობლივ პაკეტს
08/11/2022 14:49:01 მსოფლიო
უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის ძალისხმევას, ერთობლივად მოიზიდოს უკრაინისთვის დახმარების თანხები რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, ბუდაპეშტი პირდაპირ მხარს უჭერდა კიევს, როგორც მეზობელს და გააგრძელებს ამას, მაგრამ ის ეწინააღმდეგება ბლოკის ერთობლივ ძალისხმევას სახსრების მოზიდვის მიზნით.
"ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ფინანსური მხარდაჭერა ორმხრივ საფუძველზე, უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს ევროკავშირის ერთობლივ სესხს ამ სფეროში", - განაცხადა მან.
მინისტრმა თქვა, რომ უნგრეთი უკრაინას სხვადასხვა გზით ეხმარებოდა იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც იქცევა როგორც კიევის "საუკეთესო მეგობარი".
ამ კვირაში ბრიუსელი აპირებს შესთავაზოს 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინას 2023 წლისთვის.


