Accentnews.ge
მედია – თურქეთმა რუსული გაზისთვის გადახდა ნაწილობრივად რუბლებით დაიწყო

მედია – თურქეთმა რუსული გაზისთვის გადახდა ნაწილობრივად რუბლებით დაიწყო

08/11/2022 14:21:17 მსოფლიო

თურქეთმა რუსული გაზისთვის გადახდა ნაწილობრივად რუბლებით დაიწყო, – იუწყება TRT Haber.

"ვაჭრობა ნაწილობრივად რუბლებში დაიწყო. უახლოეს თვეებში გარკვეულ ინტენსიფიკაციას დავინახავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხრიდან არსებობს კონსენსუსი”, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა TRT Haber-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის: ოქტომბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეთანხმდა თურქეთში ბუნებრივი გაზის ჰაბის შექმნაზე. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ევროპა შეძლებს ბუნებრივი აირის მიღებას თურქეთის გავლით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S