რუსეთის ФСБ 9 უკრაინელის დაკავების შესახებ იუწყება
08/11/2022 12:54:30 მსოფლიო
ანექსირებულ ხერსონში უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.
რუსეთის ФСБ–ს ცნობით, ისინი ეჭვმიტანილები არიან ხერსონის რუსული ადმინისტრაციის თანამშრომლებზე თავდასხმის მცდელობის მომზადებაში.
ФСБ–ს მტკიცბით, ჩხრეკისას ამოღებულია ხუთ კილოგრამზე მეტი პლასტიდი, ელექტრო დეტონატორები, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასევე „სპეციალური სადაზვერვო ტექნიკა“.
ФСБ ირწმუნება, რომ „განაღმეს მანქანა, რომლის დახმარებით დივერსანტები გეგმავდნენ თავდასხმას“ რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ.
ФСБ -ს მტკიცებით, დაკავებულთა ჯგუფს ჰყავს სამი კურატორი, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან და „იმალებიან რუსეთის ფარგლებს გარეთ“.
დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საერთაშორისო ტერორიზმის მუხლით აღიძრა. ეს მუხლი ითვალისწინებს ტერორისტული აქტების ჩადენას „რუსეთის საზღვრებს გარეთ“ და ითვალისწინებს სასჯელს უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით.


