ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს
08/11/2022 11:50:54 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს–მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, გარკვეულ ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტის თქმა არ შემიძლია", - აღნიშნა ნიკიფოროვმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, თუ მასში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიღებს. დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართება.


