
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს
08/11/2022 11:11:03 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
გუგა გაგნიძე უკანასკნელ გზაზე სამხედრო პატივით გააცილეს. გმირულად დაღუპულ ქართველს პატივი, მათ შორის უკრაინის სამხედრო ატაშემ მიაგო.
40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. იგი უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.