Accentnews.ge
რუსეთმა ინდოეთისთვის ნახშირის მიყიდვა 70%-იანი ფასდაკლებით დაიწყო

რუსეთმა ინდოეთისთვის ნახშირის მიყიდვა 70%-იანი ფასდაკლებით დაიწყო

08/11/2022 10:42:36 მსოფლიო

აღმოსავლეთით საექსპორტო ნაკადების გაფართოების მცდელობა განაგრძობს რუსეთის ნედლეულზე დაფუძნებული ეკონომიკის ნგრევას: სექტემბერში ინდოეთის ბაზრისთვის მიწოდებულ ნახშირზე საშუალო ფასდაკლება 60%-ს შეადგენდა, ზაფხულის თვეებში კი 70%-ს აღწევდა ავსტრალიურ მარკებთან შედარებით, აღნიშნავენ „პრომსვიაზბანკის“ ანალიტიკოსები მიმოხილვაში.

შედეგად, მათი დათვლით, ექსპორტიორები ნახოდკას პორტიდან გადაზიდვისას ტონაზე 262 რუბლს კარგავენ, მურმანსკის პორტში – 2478 რუბლს, ხოლო ტამანის პორტში – 3000 რუბლს.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღებამდე რუსული ნახშირის ექსპორტის თითქმის ნახევარი ევროპული ბაზრზე გადიოდა. ამდემად, მწარმოებლები აზიაში ეძებენ მყიდველს და სთავაზობენ მათ გიგანტურ ფასდაკლებებს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს რთული აღმოჩნდა: წლის დასაწყისიდან ნახშირის ექსპორტი შემცირდა 9%-ით, ხოლო კუზბასში (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვანახშირის საბადო) ოთხმა მაღარომ შეწყვიტა მუშაობა.

„მწარმოებლებს უჭირთ თავიანთი პროდუქციის ინდოეთში გადაზიდვა“, - ამბობს „პრომსვიაზბანკის“მთავარი ანალიტიკოსი იეგორ ჟილნიკოვი: იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ინდოეთის ბაზარზე 1,5 მილიონი ტონა ნახშირი გაიგზავნა, რაც მეტია, ვიდრე გასული წლის განმავლობაში ( 1,3 მილიონი ტონა). ”მაგრამ არ არის საუბარი ექსპორტის კიდევ უფრო დიდ ზრდაზე”, - ამბობს ჟილნიკოვი.

ევროკავშირის ემბარგომ, რომელიც ძალაში შევიდა აგვისტოში, უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, რუსული ნახშირის ექსპორტი ევროპაში 77%-ით შეამცირა – ყოველთვიურად 1,3 მილიონ ტონამდე.

ამავდროულად, სანქციებმა აუკრძალა ევროპულ კომპანიებს არა მხოლოდ ნახშირის ყიდვა, არამედ მისი ტრანსპორტირების სადაზღვევო და ფინანსური სერვისების გაწევა მთელ მსოფლიოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S