Accentnews.ge
მედია – ჩინეთმა გააუქმა შარლ მიშელის ვიდეომიმართვის ჩვენება შანხაის საერთაშორისო გამოფენაზე

მედია – ჩინეთმა გააუქმა შარლ მიშელის ვიდეომიმართვის ჩვენება შანხაის საერთაშორისო გამოფენაზე

08/11/2022 10:34:09 მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლებამ გააუქმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიდეომიმართვის ტრანსლაცია შანხაის უმსხვილესი სავაჭრო გამოფენის China Import Expo გახსნაზე, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა, – იუწყება Reuters.

გამოცემის ცნობით, მიმართვაში შარლ მიშელი მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ხაზს უსვამდა ევროკავშირის მეტისმეტ დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომატარებლებზე. შალ მიშელი ასევე მოუწოდებდა ჩინეთს, რომ გამოიყენოს რუსეთზე ზეგავლენა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესაჩერებლად.

ჩინეთის ხელისუფლება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიმართვის გაუქმების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

საერთაშორისო სავაჭრო გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და ინდონეზიის, შრი-ლანკისა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S