Accentnews.ge
პოდოლიაკი - მოლაპარაკებების თაობაზე: "ვისაუბრებთ რუსეთის მომავალ ლიდერთან"

პოდოლიაკი - მოლაპარაკებების თაობაზე: "ვისაუბრებთ რუსეთის მომავალ ლიდერთან"

08/11/2022 10:31:23 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.

"მნიშვნელოვანია: უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე. ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა.

1. პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან

2. შემდეგ ყველაფერი დანარჩენი

მზად არის პუტინი? აშკარად არა. ამიტომ, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში: ვისაუბრებთ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან",– წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S